ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
02 ნოემბერი 2022
visibility 1828


სარეკლამო კომპანია პრინტ არტი დაარსდა 2022 წელს. სამუშაო პლატფორმა არის პოლიგრაფიული, ოფსეტური, ციფრული ბეჭდვა მედია სფეროში. ტექსტილზე მუშაობა, უნიფორმების ბრენდირებული, კერვა - წარმოება. კომპანიოს გუნდი ასევე ქმინს ლოგოტიიპებს, დიზაინის აწყობა, დამუშავება, კონცეფციის დამზადება. კომპანიამ შეისწავლა ქართული ბაზარი, რის შემდეგაც შემუშავდა პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგია, PR და მარკეტინგული გეგმები, სწორი პოზიციონირება კი კომპანიის წარმატების მთავარი გარანტიაა.

 


„სპექტრუმი“ წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ არქიტექტურულ მომსახურებას. კომპანიის მიზანია დაამკვიდროს მეტად ბიოფილიური, მდგრადი და ენერგოეფექტური პროექტების კულტურა. „სპექტრუმი“ არის პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელსაც გააჩნია პასიური სახლის სერტიფიკატი (Passive House Certificate) და შესაბამისად აქვს უფლება დააპროექტოს და ააშენოს სახლი თუ კომერციული ობიექტი პასიური სახლის სტანდარტებით. კომპანიას გამოარჩევს სანდოობა, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი, ასევე რეალიზებული პროექტებისა და კმაყოფილი მომხმარებლების სიუხვე. 

 


„დაფნა“ არის რესტორანი, რომელმაც მომხმარებლებს შესთავაზა ტრადიციული სახინკლისგან რადიკალურად განსხვავებული გარემო. ეს იყო სიახლე ქართულ რეალობაში, რომელმაც "სახინკლის" თამასა საკმაოდ მაღლა ასწია. დღეისათვის „დაფნა“ მომხმარებელს სთავაზობს თავის კატეგორიაში საუკეთესო პროდუქტს. რესტორნის პირველადი და ძირითადი მიმართულება არის ხინკალი, რომელიც მზადდება ტრადიციული მეთოდით, ხელით. „დაფნაში“ ამზადებენ რამდენიმე სახეობის ხინკალს, მათ შორის დამბალხაჭოს ხინკალს, რომელიც თბილისის რესტორნებში მანამდე არ მოიპოვებოდა და მხოლოდ მთაში, ოჯახებში შეიძლებოდა მისი დაგემოვნება. რაც შეეხება დანარჩენ კერძებს, არის როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ქართული გათანამედროვებული სახით.

 


„ბააკა“ აწარმოებს ვერხლის ხელნაკეთ სამკაულს, რომელიც არის უნიკალური, რადგან მზადდება ზღვაში ნაპოვნი შუშისგან და კერამიკისგან, რომლებიც  არ მეორდება. 

 



კლინიკა „ნოვუსმედი“ (ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი),საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა,რომელიც მიმართულია პოსტ-პლასტიკური ოპრაციების და თანამედროვე დაავადებების მკურნალობის და პროფილაკტიკისაკენ. თანამედროვე  მსოფლიოში ადამიანთა  68% მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას,(მათ შორის საქართველოში 54%). პლასტიკური ქირურგია მეტად მოთხოვნადია, თუმცა მას ახლავს გართულებებიც. სტატისტიკურად ყოველი მეორე პაციენტის მდგომარეობა რთულდება და პოსტოპერაციული შედეგი უარყოითია, კლინიკა „ნოვოსმედის“ მეშვეობით ზემოაღნიშნული ყველა პრობლემა გვარდება 99%. 

 


კომპანია "პროსერვისი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას. Pro-Service 1999 წლიდან საქმიანობს და ქართული ბაზრის ლიდერია ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. კომპანია ძირითადი პრინციპებია: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმის ერთგულება. დღეისთვის Pro-Service ემსახურება 10 ათასზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს. კომპანიის ძირითად სერვისებს წარმოადგენს: განაწილებული ვებ ჰოსტინგი; ვირტუალური სერვერების სერვისი; გამოყოფილი სერვერების არენდის სერვისი; ქართული და საერთაშორისო დომენური სახელების რეგისტრაცია.  კომპანია 2022 წელს 23 წლის გახდა, რაც მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება, მომხმარებლებზე ზრუნვა და მათთვის 24 საათიანი ტექნიკური დახმარების გაწევი შედეგია. 

 

 


„ზენკას არტი“  დიჯიტალ არტისტის, მხატვრის ნინო ზენაიშვილის ხელით შექმნილი ნამუშევრებია. ნინომ საქმიანობა პანდემიის დროს ნამუშევრების პირბადეებზე გადატანით დაიწყო.  შემდეგ განვითარდა და შეიქმნა შარფები ნახატებით, სპორტული და სამოგზაურო და კოსმეტიკის ჩანთები. „ზენკას არტმა“ პირველი ნაბიჯები გადადგა შპალერის და დეკორების შექმნაში,  ასევე დიზაინერებთან კოლაბორაციების შედეგად შეიქმნა  ნაჭრები სხვადასხვა კოლექციისთვის. 

 


კომპანია „ხახაბო“ აწარმოებს ცივად დაწურულ ზეთებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით, ამ ტიპის ზეთები განსაკუთრებით პოპულარულია თავის მოვლის საშუალებებში, ასევე სარეაბილიტაციო და სპორტულ მასაჟებში. ამ ეტაპზე იწარმოება სელის, გოგრის თესლის, შავი კვლიავის, ნიგვზის, ნუშის, სეზამისა და ჩიას თესლის ცივად დაწურულ ზეთებს. ამ პროდუქტის მთავარი ღირებულება მომხმარებლისთვის არის მისი უნიკალური თვისება, შეუნარჩუნოს და გაუუმჯობესოს ადამიანს ჯანმრთელობა, მედიკამენტების გარეშე, სრულიად ბუნებრივი და ნატურალური საშუალებით. 

 


„პროლესკი საქართველო“  წარმოადგენს სათხილამურო და სნოუბორდის შემსწავლელ დაწესებულებას. დარბაზში წარმოდგენილია ხელოვნურად შექმნილი ერთგვარი სიმულატორები- ხალიჩებიანი ტრენაჟორები, თანამედროვე, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით.   სიმულატორით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, 3 წლიდან ზემოთ, როგორც დამწყებ, ასევე მოყვარულ და პროფესიონალ ვიზიტორს. თითოეულ მომხმარებელს ეძლევა იდეალური შესაძლებლობა შეისწავლოს ზამთრის ყველაზე მოთხოვნადი სპორტი, დახვეწოს ტექნიკა ან უბრალოდ მიიღონ ადრენალინი და სიამოვნება. დარბაზში წარმოდგენილია ზამთრის სპორტისთვის საჭირო მთლიანი ატრიბუტიკა, როგორც თხილამურები და სნოუბორდები, ასევე ჯოხები, ჩაფხუტები და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სხვადასხვა აქსესუარები. 

 


"სამოსელი პირველი" არის ქართული ტრადიციული სამოსის ბრენდი, რომელიც ქმნის ქართულ ტრადიციულ სამოსს და აქსესუარებს. დღეს უამრავი კომპანიაა, რომელიც ქართული ტრადიციული მიმართულებით მუშაობს, თუმცა "სამოსელი პირველი"  პირველი იყო, რომელმაც დააბრუნა საზოგადოება ტრადიციული სამოსის გამორჩეულ, დახვეწილ ესთეტიკასა და მშვენიერებასთან და ამავე დროს გახადა პოპულარული. „სამოსელი პირველის“ გუნდის მიერ შექმნილი ნაკეთობა მაქსიმალურად უახლოვდება ავთენტურ ფოტო, მუზეუმის და წერილობითი წყაროების სახით შემორჩენილ მასალას. მუშაობის ამ პრინციპის გათვალისწინებით ბუნებრივად გამოიკვეთა სხვადასხვა მიმართულება _ სამოსი ტრადიციულთან ახლოს, გათანამედროვებული, თუმცა კლასიკური სახის, თავისუფალი, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის ინტერპრეტაციის საშუალებას, საკუთარი სტილის შენარჩუნებას. ქართული ტრადიციული სამოსის მახასიათებელი აუცილებელი პირობაა, მაღალი ხარისხის ნაკეთობა და საუკეთესო მასალა. ამ ძირითადი დეტალების გათვალისწინება და მათი ერთობლიობა განსაზღვრავს ბრენდის განვითარების და წარმატების საწინდარს.

 


„ჰენდიკრაფტი“ აწარამოებს საბავშო განმავითარებელ სათამაშოებს, რომელიც ადრეული ასაკის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვებისთვის. კომპანიის მიერ დამზადაბული განმავითარებელი სენსორული წიგნები და ხალიჩები ერთგვარი სიგნალია და ინდიკატორი იმისა, რომ დავადგინოთ პატარას რამდენად შეიძლება ჰქონდეს განვითარების ჩამორჩენა ან თუნდაც აუტიზმის სპექტრი. სათამაშოები მზადდება ფსიქოლოგების რეკომენდაციის და რჩევების საფუძველზე. სენსორული წიგნები და ხალიჩები ხელს უწყობს სენსომოტორული უნარების ამოქმედებას, ხელის თვალის და ყურის კოორდინირებას, შეხებისას ბავშვებს უვითრდებათ ვიზუალური და სენსორული შეგრძნებები , ნატიფი მოტორული და მანიპულაციური უნარები. პატარებს გამოუმუშავებს ლოგიკას, კრიტიკულ აზროვნებას და წარმოსახვის უნარს.  

 

 


ქართული ღვინის მარანი დაარსდა 2015 წელს,  ქალაქ თელავში, სადაც მდებარეობს კომპანიის ღვინის ქარხანა, ვენახები და სადაც იწარმოება სხვადასხვა სახეობის ღვინო:  ალაზნის ველი თეთრი, ალაზნის ველი წითელი,ფიროსმანი თეთრი, ფიროსმანი წითელი,წინანდალი,ტვიში, ქისი,რქაწითელი, მუკუზანი,საფერავი,ხვანჭკარა,ქინძმარაული,ოჯალეში,ახაშენი,ქვევრი ხიხვი,ქისი ქვევრი, რქაწითელი რქაწითელი,საფერავი ქვევრი, ჭაჭა და კონიაკი. კომპანიის საქმიანობის სფეროა ექსპორტი კერძოდ: უკრაინაში,ყაზახეთში,ჩინეთში,აშშ-ში. ქართული ღვინის მარნის საუკეთესო ღვინოებმა წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო მიიღო. 



კომპანია „ორაგული“ წარმოადგენს საკალმახეს, რომელიც აწარმოებს ორაგულს და ხიზილალას. კომპანია ორიენტირეულია პროდუქციის მაღალ ხარისხზე, გამოკვებოს თევზი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით და შესაბამისად გაიტანოს ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

 


„ატომ ქიდსი“ არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოებს STEAM დარგებიდან. კომპანიის მიზანია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გაუღვიძოს ინტერესი მეცნიერების მიმართ.   „ატომ ქიდსი“ საქართველოში ერთდაერთი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოს STEAM დარგებიდან. აღნიშნული მიდგომის საშუალებით ბავშვები თამაშის პროცესში, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით სწავლობენ STEAM - ის მოვლენებს. დაგეგმილია, რომ გაძლიერდეს კომპანიის კვლევის, განვითარების (RD) რგოლი და მოხდეს საწარმოს სტანდარტიზება და დამატებით 15 ექსპერიმენტის შექმნა.

 



gexam.ge არის პირველი ონლაინ ვებგვერდი საქართველოში, რომელიც თავაზობს აბიტურიენტებს და უფროსკლასელებს ერთიანი ეროვნული გამოცდის იმიტაციას სახლიდან გაუსვლელად. სხვა იმიტირებული გამოცდებისგან განსხვავებით გამოცდები ტარდება ონლაინ.  ტესტები შედგენილია საიტის შემქმნელების მიერ საერთაშორისო ტრენერის ჩართულობით. მომდევნო ორი წლის გეგმა არის, მასალების გამრავალფეროვნება და ეროვნული გამოცდები გარდა, საერთაშორისო გამოცდების (FCE, CAE, AELTS...) დამატება.

 


სარეკლამო კომპანია „ედვაიზ ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ეფექტურ, სწრაფ და მათ ბრენდზე მორგებულ მომსახურებას და სარეკლამო მასალების შექმნას სთავაზობს.

 


კომპანია „ბაიო ბრიუინგის“  დაწყების მთავარი მოტივაცია იყო შეექმნა ქართული კრაფტ ლუდი, რომელიც იქნებოდა 100% არტიზანული და სხვა მწარმოებლისგან აბსულუტურად გამორჩეული. 3 წლის მანძილზე კომპანიამ შეძლო, რომ შეექმნა ოთხი უნიკალური, საკუთარი რეცეპტით დაემზადებინა ლუდი.  მათ შორის დაძველებული "იმპერიალ სტაუტი" ან "ბალტიური პორტერი".  მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია "მუქი ელების" ქართულ ღვინის კასრებში დაძველება და ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანა. შეთავაზებულმა ხარისხმა, როგორც თვითონ სასმელის, ასევე მისი წარმოების მეთოდმა, მალევე მოიპოვა მხარდაჭერა და სანდოობა მომხმარებელში.  მომხმარებლის სიყვარული გამოიხატა მოთხოვნაში და ციფრებშიც - კომპანიას ბოლო სამი წლის მანძილზე 300-500% ზრდა აქვს.  ამჟამად მიმდინარეობს საწარმოს ახალი შენობის მშენებლობა და გაფართოება.

 


კომპანია „ჰაიგარდენსი“ 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა ერთობლივად ქართველი და ამერიკელი ინვესტორების მიერ. კომპანიამ თავიდანვე დაისახა მიზნად, გადაეჭრა რამდენიმე პრობლემა, რომელიც HORECA სექტორში არსებობს. საქართველოში არ არის სანდო და მაღალტექნოლოგიური მიკრო მწვანილების და babe leaf’ების მომწოდებლები, რომლებივ ოპერირებენ სეზონის და გარე ფაქტორების მიუხედავად. პროექტის მთავარი უნიკალურობა იმაშია, რომ კომპანიამ განავითარა მცენარეების ვერტიკალურად ზრდის პრინციპი, აეროპონული ტექნოლოგიის იმპლემენტაცია და დახურული სივრცის კლიმატის კონტროლი. ეს ყველაფერი კი იმართება ჭკვიანი სისტემებით. შედეგად კომპანიამ   მიიღო 12-ჯერ უფრო მეტი მოსავალი ერთი კვადრატული მეტრზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია, წელიწადში 9-10 მოსავლის აღება, ყოველგვარი სეზონურობის გარეშე. 

 


GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელსაც აქვს შიდა ფონდი "შენთვის" და ეს ფონდი უშვილო ოჯახებს სერვისის 50%-ს უფინანსებს. თვითონ ფონდი კი უცხოელი პაციენტების მიერ ფასნამატით გადახდილი თანხებით ივსება და ემსახურება საქართველოში მცხოვრებ უშვილო ოჯახებს. ფონდის დახმარებით სამი წლის განმავლობაში 445 ბავშვი დაიბადა, 1000-ზე მეტმა წყვილმა კი მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღო.

 


საქართველოში კომპანია ,,ეს გრუპმა'' შემოიყვანა პირველი სარეკლამო ბილბორდ მანქანა, რომლის მეშვეობით კომპანია მომხმარებელს უკავშირდება. ბილბორდ მანქანის მეშვეობით გაკეთებული რეკლამა ინოვაციური და საინტერესოა და არ იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. მანქანის გამოჩენა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დიდ ინტერესს და დადებით ემოციებს იწვევს. 

 



1993 წელის დაფუძნებული 12 ჰექტარზე გაშენებული ელიავას ბაზრობა წარმოადგენს პირველ სამშენებლო-სარემონტო მასალების სრულყოფილ ჰიპერმარკეტს რეგიონში. მეორადი ავტომობილების იმპორტის განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი რეგიონული მნიშვნელობა და დღეს კავკასიის ნებისმიერი ქვეყნიდან სწორედ აქ შეიძლება შეძენა ავტომობილების ნაწილების. ამ 30 წლის განმავლობაში მილიარდობით ლარის მშპ შეიქმნა ბაზრობის ტერიტორიაზე. კრიზისულ პერიოდში ის ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და ფინანსური გარანტია იყო. მრავალ წარმატებულ ბიზნეს ამ ტერიტორიაზე ჩაეყარა საფუძველი, ისეთებს როგორიც არის „იდეალი“, „მოდუსი“ და სხვა. ის ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებული მნიშვენელობა აქვს სომხეთისთვის თურქული საქონლის იმპორტის განსახორციელებლად.