სტარტაპ რესტორანი

თუ თქვენ გაქვთ რესტორნის ბიზნეს იდეა და ამისათვის გჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა, თიბისი მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში.

საქართველოში HORECA ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს რესტორნებისა და კაფეების მართვასა და განვითარებას. შეავსეთ სესხის განაცხადი, მიიღეთ სასურველი თანხა და დაიწყეთ სასურველი ბიზნესის განვითარება დღესვე! 

* შესაძლებელია ასევე მიიღოთ დაფინანსება პროექტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში. 

სესხის პირობები

მიზნობრიობა

მიწის, შენობის, ავეჯისა და ინვენტარის შეძენა, მშენებლობა ან რემონტი,
„ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება, კვების ობიექტთან დაკავშირებული
სხვა ხარჯების დაფინანსება;

სესხი უზუნველყოფის გარეშე

მაქსიმუმ 50,000₾

ვადა

მაქსიმუმ 10 წელი

საშეღავათო პერიოდი

მაქსიმუმ 21 თვე

გადახდის გრაფიკი

ინდივიდუალური

200 000 ლარამდე სესხების გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში

დეტალური პირობები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

კრედიტის თანხა

<=1 000 000 ლარი (ექვ. USD, EUR)

კრედიტის ვადა

<=120 თვე

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ფიქსირებული, ინდექსირებული

საპროცენტო განაკვეთი

ლარი  13%-დან

დოლარი 6.5%-დან

ევრო 5.5%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ლარი  16%-დან

დოლარი 8.5%-დან

ევრო 7.5%-დან

საკომისიო კრედიტის გაცემისთვის

0.2%-დან

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარიდან

განაღდების საკომისიო

 0.2%-დან

კრედიტინფოს საკომისიო

დამოკიდებულია კრედიტის ვალუტაზე, არაუმეტეს: 25 ლარი, 10 დოლარი, 8 ევრო

ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის

ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში)

ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის

0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო

ფიქსირებული განაკვეთისთვის :

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

 თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

ინდექსირებული განაკვეთისთვის:

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 56 ლარი;

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 51 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 174 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 20 ლარი;

თიბისი ბანკი ყველა მსესხებელ სტარტაპს გაძლევთ შესაძლებლობას დარეგისტრირდეთ და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია შემდეგი მიმართულებებით:

star
ფინანსები და გადასახადები
star
ციფრული მარკეტინგი;
star
ბრენდინგი
star
გაყიდვები
star
მენეჯმენტი;
star
ადამიანური რესურსების მართვა.

*კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.

თანხის მისაღებად საჭიროა:

  • გქონდეთ პრაქტიკული გამოცდილება სარესტორნო ან მსგავს სექტორში, როგორებიცაა სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და ა.შ.; 
  • თანხის მისაღებად ასევე აუცილებელია გყავდეთ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი. 
  • თანამონაწილეობა 30% - რომელიც შეიძლება იყოს: 
    • ფულადი სახსრები - დანაზოგი ან ბიზნეს ამონაგები; 
    • მოპოვებული გრანტი; 
    • პროექტის განსახორციელებლად შეძენილი: 
      • მიწა; 
      • კომერციული ფართი; 
      • ინვენტარი; 
      • სხვა აქტივები; 
    • მშენებლობასა ან რემონტში განხორციელებული ინვესტიციები.

დასაფინანსებელი რესტორნის ტიპები:

  • კონკრეტული მახასიათებლით გამორჩეული ტიპური რესტორანი; 
  • ვინტაჟური კაფე-რესტორანი გამორჩეული დიზაინით, მომსახურებით, მენიუთი ან სხვა კონკრეტული მახასიათებლით; 
  • სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც გამოირჩევა არასტანდარტული მომსახურებით, განსხვავებული პროდუქტით ან დიზაინით, აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.; 
  • კაფე-ბარი ბაზარზე გამორჩეული პოზიციონირებით - მაგალითად, ხარისხიანი და უნიკალური სასმელების ასორტიმენტი, რომელიც მზადდება ადგილზე.
შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება