ტურიზმი და სტუმარმასპინძლობის სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ მიმართულებას წარმოადგენს. თიბისის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სასტუმროების და ზოგადად HORECA ბიზნესის განვითარებას. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სესხს გამარტივებული პროცედურით!
პროექტის ფარგლებში ფინანასდება კომპანიები, რომელთაც სურთ ახალი სასტუმროს შეძენა, მშენებლობა, გარემონტება და მოწყობა სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
სესხის პირობები
მიზნობრიობა |
შენობის, მიწის, ავეჯის და ინვენტარის შეძენა, მშენებლობა, რემონტი, „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება და სხვა ხარჯების დაფინანსება |
ვადა |
მაქსიმუმ 12 წელი |
საშეღავათო პერიოდი |
მაქსიმუმ 2.5 წელი |
გადახდის გრაფიკი |
შეგიძლიათ თავად აირჩიოთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი. |
საშეღავათო პერიოდი გულისხმობს მშენებლობა/რემონტის და ოპერირების ხანგრძლივობას. შესაძლებელია კლიენტი დაფინანსდეს პროექტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში. 200 000 ლარამდე სესხების გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
კრედიტის თანხა |
<=6 000 000 ლარი (ექვ. USD, EUR) |
კრედიტის ვადა |
<=120 თვე |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი |
ფიქსირებული, ინდექსირებული |
საპროცენტო განაკვეთი |
ლარი 13%-დან დოლარი 6.5%-დან ევრო 5.5%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი |
ლარი 16%-დან დოლარი 8.5%-დან ევრო 7.5%-დან |
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის |
0.2%-დან |
ანგარიშის გახსნის საკომისიო |
10 ლარიდან |
განაღდების საკომისიო |
0.2%-დან |
კრედიტინფოს საკომისიო |
დამოკიდებულია კრედიტის ვალუტაზე, არაუმეტეს: 25 ლარი, 10 დოლარი, 8 ევრო |
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის |
ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში) |
ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის |
0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო |
ფიქსირებული განაკვეთისთვის : თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა. ინდექსირებული განაკვეთისთვის: თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%; თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 % |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 56 ლარი; |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 51 ლარი; |
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 174 ლარი; |
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 20 ლარი; |
თიბისი ბანკი ყველა მსესხებელ სტარტაპს გაძლევთ შესაძლებლობას დარეგისტრირდეთ და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია შემდეგი მიმართულებებით:
*კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.
სესხის მისაღებად საჭიროა:
- გქონდეთ გამოცდილება ტურიზმის ან სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით, ან გყავდეთ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი;
- თანამონაწილეობა 40%, რომელიც შეიძლება იყოს:
- ფულადი სახსრები - დანაზოგი ან ბიზნეს ამონაგები;
- მოპოვებული გრანტი;
- პროექტის განსახორციელებლად შეძენილი:
- მიწა ან შენობა-ნაგებობები ძირითადი საშუალებები სხვა აქტივები;
- მშენებლობა/რემონტში განხორცილებული ინვესტიციები.
დასაფინანსებელი სასტუმროს ტიპები:
- სასტუმრო;
- საოჯახო სასტუმრო;
- ჰოსტელი;
- აპარტამენტები;
- ან სხვა ტიპის განთავსების საშუალება, რომელიც გათვლილია ტურისტებზე.