InnovFin-ის პროგრამა ნოვატორებისთვის

თიბისი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ დაფინანსება ახალ, ინოვაციურ პროექტზე, განავითაროთ არსებული ბიზნესი და მიიღოთ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი.

ევროპის საინვესტიციო ფონდისა (EIF) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი ინიციატივით, წარმოგიდგენთ InnovFin - ის პროგრამას, რომელიც დაინერგა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ - ის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროგრამის მიზანია დააფინანსოს ქვეყანაში არსებული ინოვაციური პროექტები და კომპანიები, რომლებიც ნერგავენ სიახლეებს ქვეყნის, რეგიონისა თუ საკუთარი კომპანიის მასშტაბით. 

დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • წარმოადგენდეთ SME ან Small Mid – Cap სეგმენტის კომპანიას; 
  • გყავდეთ დასაქმებული არაუმეტეს 499 თანამშრომლისა. 

მიზნობრიობა: ნებისმიერი მიზნობრიობა რომელიც ემსახურება სიახლის დანერგვას, გარდა ვალდებულების გადაფარვისა და პირადი სამომხმარებლო მიზნებისა; 

სესხის თანხა: მაქსიმუმ 7,500,000 ევრო ან ექვივალენტი ლარსა და დოლარში;

ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო; 

ვადა: მაქსიმუმ 10 წელი;

დაფინანსების სფერო: შეუზღუდავი.

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება