უმასპინძლე საქართველოში

“უმასპინძლე საქართველოში“ არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში. პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის განვითარება. 

სესხის მოცულობა სასტუმროებისთვის:

  • 200,000-5,000,000 ლარი (საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით); 
  • 200,000-2,000,000 ლარი (საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე).

სესხის მოცულობა ბალნეოლოგიური კურორტებისთვის: 

  • 200,000-6,000,000 ლარი (საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით); 
  • 200,000-3,000,000 ლარი (საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე).

 *საქმიანობა აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს მსესხებლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სასტუმროში.


სესხის მიზნობრიობა 

  • სასტუმროს მშენებლობა; 
  • არსებული საასტუმროს გაფართოება ან გარემონტება; 
  • საქმიანობისთვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გაწევა; 
  • ვალდებულების გადაფარვა. 

*სესხის მოცულობის 100% უნდა მოხმარდეს ძირითადი საშუალებების შეძენას. 


მიზნობროვი თანადაფინანსება 

სახელმწიფო დააფინანსებს ლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს 7%-ით პირველი ორი წლის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

კრედიტის თანხა

<=10 000 000 ლარი

კრედიტის ვადა

<=120 თვე

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი

ინდექსირებული, ფიქსირებულს+ინდექსირებული

საპროცენტო განაკვეთი

11%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

13%-დან

საკომისიო კრედიტის გაცემისთვის

0.2%

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარიდან

განაღდების საკომისიო

 0.2%-დან

კრედიტინფოს საკომისიო

არაუმეტეს 12 ლარი

ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის

ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში)

ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის

არაუმეტეს 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან,  ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო 

საკუთარი სახსრებით დაფარვის შემთხვევაში 0%, 

სხვა ბანკიდან რეფინანსირების შემთხვევაში: 

ფიქსირებული განაკვეთისთვის :

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

 თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

ინდექსირებული განაკვეთისთვის:

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;

თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 56 ლარი;

უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ ქონებაზე 51 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 174 ლარი;

მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი

ერთეულ  ქონებაზე 20 ლარი;

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სესხი
edit განაცხადის შევსება