სტარტაპის დაწყებას სპეციფიკური ცოდნა და უნარები სჭირდება. ამ საჭიროებების საპასუხოდ წელს თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი გაიმართება, რომლის განმავლობაშიც ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნას პროფესიონალი სპიკერები გაუზიარებენ.
მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება სტარტაპერებს.
კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე.
- ლექციების ფიზიკური შეხვედრები კვირაში ორჯერ 20 სექტემბრიდან ჩატარდება, 20:00 საათზე
- ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
- სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრება შეუძლია 40 შერჩეულ სტარტაპერს
სესიაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია წინასწარ მოამზადოს შეკითხვები ან საკითხები საკუთარი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებს კონსულტანტისგან.
კურსის განრიგი
# |
სესია |
ლექტორი |
თარიღი |
1 |
როგორ დავიწყო სტარტაპი? |
შოთა გიორგობიანი |
20 სექტემბერი |
2 |
ბაზარზე შესვლა პირველადი პროდუქტით |
მირიან ხომერიკი |
22 სექტემბერი |
3 |
როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს |
დავით ჩეჩელაშვილი |
27 სექტემბერი |
4 |
ბიზნეს მოდელი |
თორნიკე ჩხაიძე |
29 სექტემბერი |
5 |
ციფრული მარკეტინგი სტარტაპებისთვის |
ირაკლი ჩხეიძე |
4 ოქტომბერი |
6 |
სტარტაპ ფინანსების მართვა |
შალვა ახრახაძე |
6 ოქტომბერი |
7 |
ბრენდი და კომუნიკაცია |
ნინო ეგაძე |
11 ოქტომბერი |
8 |
ინვესტიციების მოზიდვა |
დავით ჩიხლაძე |
13 ოქტომბერი |