Nexia TA-ს შესახებ:
Nexia TA წარმოადგენს Nexia International-ს, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია და წარმატებით ოპერირებს საქართველოში 2014 წლიდან. 2020 წლიდან Nexia TA Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელია და ქართულ კომპანიებს MICROSOFT ის ლიცენზირებულ პროგრამებს სთავაზობს.
რაში დაგეხმარებათ POWER BI?
- შეძლებთ დააკავშიროთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია ერთ სივრცეში და დაინახოთ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყველა რაკურსით;
- Live რეპორტების საშუალებით გქონდეთ რეალური ინფორმაცია რეალურ დროში;
- პერსონალიზებულ დეშბორდზე მიიღოთ თქვენთვის საჭირო მინიშნებები ბიზნეს საკითხების ეფექტურად გადასაწყვეტად;
- აუტომატიზაციის საშუალებით შეამციროთ რუტინული პროცესები, რომლებიც თან ერთვის მოცულობითი ინფორმაციის დამუშავებას;
- დააკვირდეთ ორგანიზაციის საქმიანობას ნებისმიერი ჭრილიდან, სხვადასხვა ინდიკატორთა დახმარებით დროულად მიიღოთ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების არაეფექტურობასთან დაკავშირებით;
- სწრაფი, დინამიური და ავტომატიზებული რეპორტით შეძლებთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოწყობილობაზე, იხილოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია;
- გაუზიაროთ თქვენთვის სასურველი რეპორტის ნაწილი თანამშრომლებს;
სერვისი მოიცავს :
- თქვენი კომპანიის მიზნებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირებას და ანალიზს;
- ბიზნესს სექტორისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი რეპორტის განსაზღვრას;
- სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის, სწრაფ, მოქნილ, მრავალფეროვან და ვიზუალურად დახვეწილ რეპორტად ტრანსფორმირებას;
- საინფორმაციო შეხვედრებს კომპანიის თანამშრომლებთან (training)
- დინამიური და ავტომატიზებული რეპორტების მუდმივ მხარდაჭერას
თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება