ნინო ოხანაშვილი

HR ტრენერი, კონსულტანტი

arrow_forward რეგისტრაცია დასრულებლულია

ადამიანური რესურსები
თანამშრომლების სისტემური მართვა

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 2 საათი 

კონსულტაციის ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით 

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისათვის.

თუ გსურთ თანამშრომელთა მართვასთან, მათი მოტივიაციის და პროდუქტიულობის ზრდასთან დაკავშირებით თქვენი შეხედბულების გადამოწმება პროფესიონალთან, პრობლემის იდენტიფიცირება კონკრეტული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, სტრატეგიის ძირითადი საკითხების გააზრება , ან უბრალოდ HR-ის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება, მაშინ კონსულტაცია თქვენთვისაა. 

აღნიშნულ კონსულტაციაზე შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ თეორიულ ჩარჩოებს და იმას, თუ რა მუშაობს საქართველოს რეალობაში და როგორია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები. 

კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, კონსულტაციაზე საუბარი შეიძლება შეეხოს შემდეგ საკითხებს: 

  • სად და როგორ ვიპოვოთ საჭირო თანამშრომლები 
  • როგორ ვუზრუნველყოთ ანაზღაურებების სამართლიანობა კომპანიის შიგნით და ბაზართან მიმართებაში 
  • რა შემთხვევაში და რა სახის ბონუსი გავცეთ 
  • როგორ შევაფასოთ თანამშრომელთა საქმიანობა 
  • როგორ ვმართოთ თანამშრომელთა მოტივაცია 
  • როგორ განვავითაროთ და ვმართოთ ტალანტები ორგანიზაციის შიგნით  

თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კითხვები ან ქეისები საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებთ კონსულტანტისაგან.

room

Zoom

0