ლევან ლეფსვერიძე

Leavingstone-ის თანადამფუძვნებელი

arrow_forward რეგისტრაცია დასრულებლულია

მარკეტინგი
ციფრული მარკეტინგი

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 2 საათი კ

ონსულტაციის ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით 

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისათვის.

სოციალური მედია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ყალიბდება. ადამიანები ქსელში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ბრენდების შესახებ, შესაბამისად ბრენდებიც აქტიურად ცდილობენ თავიანთი ნიშა დაიმკვიდრონ ამ სფეროში. ასეთ გარემოში ბიზნესისთვის ინტერნეტ გარემოში თავის დამკვიდრებაზე ზრუნვა აუცილებელია. 

მარკეტინგი ციფრულ სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა კომპანიის საქმიანობაში, რადგან დღეს უკვე ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მომხმარებლების მოზიდვა ძირითადად სწორედ ციფრულ სამყაროში ხდება. 

კონსულტაციაზე გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ რჩევები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:  

  • როგორ უნდა დაიმკვიდროს ბრენდმა თავი ციფრულ გარემოში 
  • რა უნდა გაითვალისწინონ ბრენდმა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დროს 
  • როგორ მოვიზიდოთ მეტი მომხმარებელი 
  • რა ტენდენცია შეინიშნება რეკლამირების, ბრენდინგის კუთხით ციფრულ სამყაროში და როგორ ავუწყოთ ფეხი მას  

თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კითხვები ან ქეისები საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებთ კონსულტანტისაგან.

room

Zoom

0