ანდრო დგებუაძე

 კომპანია ''ALIVE''-ის დამფუძნებელი

arrow_forward რეგისტრაცია დასრულებლულია

მარკეტინგი
კორპორატიული კულტურა: ფასეულობის გარდაქმნა წარმატებად

ტრენერი: ანდრო დგებუაძე

ტრეინინგი ჩატარდება ოთხშაბათს, 15:00 საათზე 

ხანგრძლივობა: 2 საათი

ამბობენ, რომ ბიზნესი ისე მიდის, როგორც იქცევიან ადამიანები. ადამიანები კი ისე იქცევიან, როგორც სჯერათ, სწამთ და რა ფასეულობებზეც დგანან. ამდენად რწმენა, გამოხარული თუ უთქმელი, განსაზღვრავს ქცევას და ქცევა - წარმატებას. 

ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფასეულობებზე, თავისუფალ საზოგადოებაში ყველას ის სწამს, რაც მის გულთან არის ახლოს. მეორე მხრივ, რთულია ორგანიზაცია აყვეს ყველას გულისთქმას. ასეთი ორგანიზაცია რთული სამართავია. ამდენად, დგება კითხვა: რა არის ის სოციალური წებო, რომელიც თავისუფლებაზე მაღლა დგას და რამაც შეიძლება შეაცხოს გუნდი. რა არის ის მაღალი ფასეულობა, ან როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და დაინერგოს კორპორატიული კულტურა, რომ ორგანიზაცია თან მონოლითური იყოს და თან არავის თავისუფლება არ შეილახოს.

room

Zoom

0