
თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის, ESM-ის ფინანსებისა და აღრიცხვის პროფესორი
ტრენერი: ლიანა ნადიბაიძე
ტრეინინგი ჩატარდება ხუთშაბათს, 12:00 საათზე
ხანგრძლივობა: 2 საათი
ბიზნესის მართვა, კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად, ხარჯების ანალიზს, კონტროლსა და პროგნოზს მოიცავს. ანალიზისა და პროგნოზისათვის აუცილებელია ხარჯების დაყოფა ქცევის მიხედვით(ცვლადი ხარჯები, მუდმივი ხარჯები, შერეული ხარჯები). ყველა ბიზნესში ისმის კითხვა_როგორ იმოქმედებს მოგებაზე თუ რომელიმე ხარჯს გავზრდით ან შევამცირებთ გარკვეული სიდიდით? კარგი იქნება თუ ბიზნესის მენეჯერს ექნება ასეთი ანალიზის ჩატარების საშუალება. ასევე, საჭიროა ხარჯების კლასიფიკაცია მიკუთვნებადობის თვალსაზრისით (პირდაპირი, არაპირდაპირი). შედეგად შესაძლებელი გახდება ცალკეული პროდუქტის, პროექტისა და ბიზნეს სეგმენტის მომგებიანობის ცალკე შეფასება. ზოგიერთი პროდუქტი ან პროექტი, ერთი შეხედვით, მომგებიანი ან ზარალიანი ჩანს, სინამდვილეში კი პირიქითაა. შეხვედრაზე განხილული იქნება როგორ შეიძლება გამოვიყენოთ Excel-ის ფუნქციები ამ ამოცანების შესასრულებლად.
შეხვედრას შეუძლია დაესწროს საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელი. არ იქნება გამოყენებული სპეციფიური ფინანსური ტერმინოლოგია.

zoom