გასაუბრების სცენარი

გაეცანით რეკომენდაციებს და კონკრეტული შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც წარმატებული გასაუბრების ჩატარებაში დაგეხმარებათ. ეს რეკომენდაციები და შეკითხვები ყველა სახის გასაუბრებისას გამოგადგებათ. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ ამ ჩამონათვალს დაუმატოთ ან გამოაკლოთ გარკვეული შეკითხვები. ეცადეთ, ისეთი კითხვები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული საქმესთან, არ დასვათ. 

შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები კანდიდატები და წინასწარ დაგეგმეთ გასაუბრება. მოემზადეთ გასაუბრებისთვის. სასურველია იცოდეთ, რომელი კითხვები უნდა დასვათ და რა სახის ინფორმაცია მიაწოდოთ თითოეულ კანდიდატს. ასე დაზოგავთ დროს. წინასწარი მომზადება ასევე დაგეხმარებათ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში. თანდართული ფაილი შეიცავს გასაუბრების შესაძლო სცენარს, რომელიც შეგიძლიათ, თქვენს სიტუაციას მარტივად მოარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში იღებთ ინფორმაციას კანდიდატისგან, ხოლო მეორე ეტაპზე აცნობთ მას კომპანიას და სამუშაოს აღწერას. გასაუბრების ასეთი სტრუქტურა კიდევ უფრო მეტ დროს დაგიზოგავთ, რადგან თუ გასაუბრების პირველი ნაწილის საფუძველზე ცხადი გახდება, რომ კანდიდატი არ აკმაყოფილებს სამუშაოს მოთხოვნებს, მეორე ნაწილზე გადასვლა აღარც იქნება საჭირო. 


თანდართული ფაილი: გასაუბრების სცენარი